ჟურნალისტი, პედაგოგი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სოციალური პაკეტების შესახებ:
ვერასდროს გავამართლებ ფულის დარიგებას.
ფულის მიცემა ხალხზე სოციალური სიზარმაცის გარანტიაა.
მირჩევნია, ყოჩაღ ადამიანებს მიეცეს ფული ეკონომიკური აქტივებისთვის. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის, პირველადი წარმოებისთვის…
200 ლარს შეჭამენ და ისევ დაიწყება ,,დენდროპარკი ვჭამოთ”?
პ.ს. ვისაც საწინააღმდეგო აზრი გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ.
პ.პ.ს. ენპარდმა ისევ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, ეს უფრო გამიხარდა, ვიდრე 200 ლარი, მიწის ვაუჩერები და კარტოფილი თუ ნიორი!
მომავალი შრომასა და განათლებაშია.”
კომენტარები