ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს სოციალური ქსელიდან მიმართავს:
“თუ რამე გაქვს ჩემზე სათქმელი, ან პირადად ილაპარაკე ჩემთან თუნდაც საჯაროდ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, რას ჭორაობ ვიღაც ჭკუიდან გადამდგარ გნაცებთან და გაფუჭებული ტელეფონის სახით.
შენ კარგად იცი რომ მახსოვრობა ძალიან ძლიერი მაქვს და თუ ამნეზია დაგემართა არა უშავს მოგეხმარები.
მერე მადლობა იმათ გადაუხადე ვისაც გაფუჭებულ ტელეფონს ათამაშებ.
ბევრ რაღაცაზე გავჩუმდი ვიფიქრე არ გავიმეტებ მაინც მიუხედავად იმისა რომ არა ერთხელ გამიმეტე არა მარტო მე არამედ სხვა უამრავი თანამებრძოლი თუ მეგობარი კარიერისაკენ მიმავალ გზაზე.
ვიცი, არ გააციებენ მლიქვნელები და გადმოგცემენ უცებ ამ პოსტს და გელოდები რა გაქვს სათქმელი დანარჩენზე მერე გავაგრძელოთ მე და შენ ლაპარაკი!!!
პ.ს. სად მნახე მტირალი რომ დამდგარხარ და ჭორაობ “გმირი” გენერალი კაცი, ა?
ჩამოგითვლი გინდა საჯაროდ სად გვქონდა მე და შენ საერთო შეხება და დასახელე ის ადგილი!
თუ 2003-ში ვეტერანების დაბომბვა რომ გინდოდა ვერტმფრენებიდან მაშინ ვიტირე ბიჭო?
თუ ვინმეს ამნეზია დაგემართათ მე გიმკურნალებთ“
კომენტარები