ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ეკა ბესელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება:
“2008 წლის აგვისტოს ომი როცა იყო და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, მე მაშინაც არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ იცით თქვენ ჩემი პოზიცია, ძალიან ვაკრიტიკებდი მაშინდელ მიღებულ კანონებს. აზრად არავის მოსვლია მაშინ, რომ ასეთი კანონპროექტი შემოეტანა. არსებობს რაღაც დაუწერელი წესები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს პატივი სცე — ეს არის პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო”
კომენტარები