ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი, პოლიტოლოგი მარინა შენგელია ოპოზიციის მიერ სახელმწიფო შენობების პიკეტირების გეგმას ეხმაურება და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატრიარქთან ვიზიტს იხსენებს:
„2009 წლის 26 მაისს, სტადიონიდან 100 000 კაცი რომ მივედით სამებაში, უგულავა შევარდა პატრიარქთან და უთხრა:
,,თუ სახელმწიფო შენობების ბლოკირებას დაიწყებენ (არა და ამას არავინ აპირებდა), ხალხს ვესვრითო.
კი არ დავიჭერთო, კი არ განვარიდებთო, როგორც ახლა ამას აკეთებს პოლიცია, არაა – ვესვრითო…
ნაღდ ტყვიებზეა საუბარი და ჩვენ ხალხი დავშალეთ, ასე იყო!!!
პ.ს. ამის გამო რა აღარ დააბრალეს გრეჩიხებს, განსაკუთრებით უცნობს,“ – წერს მარინა შენგელია სოციალურ ქსელში.
კომენტარები