პარტია “სამართლიანობის” ლიდერის და მმართველი პარტიის ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას თქმით, პროკურატურის მტკიცება, რომ ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა არარეალურია. ბესელიას თქმით, 2012 წლამდე “ოცნების” მაშინდელი გუნდი ზეწოლის ქვეშ იყო და ბერა საქმის მოსაგვარებლად ვერავის გააგზავნიდა.
საინტერესოა ვინ ჩაატარა თუ შსს-ს ექსპერტიზაა გაცილებით დაბალია ნდობა, 2 წელზე მეტია გასული და ექსპერტიზის დასკვნას ვერ ვეღირსეთ, სამხარაულის ექსპერტიზა თუა კიდევ უფრო ძველი წლის წინ გაგზავნილ ჩანაწერებზე არ გვაქვს დასკვნა. ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის წლები, რომელზეც გამოძიება დღეს საუბრობდა, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, იმდენად დიდი იყო მაშინ ზეწოლა და ტერორი ესეთი საქმის გარჩევებისთვის მისვლა ცოტა ძნელად წარმომიდგენია”, – ამბობს ბესელია.
ცნობისთვის, პროკურატურა დღევანდელ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არის გაკეთებული, მაშინ როცა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” იყო.
კომენტარები