“ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს მამაზე, გია კობახიძეზე დასმულმა კითხვამ, რბილად რომ ვთქვათ, გააღიზიანა.
რას ჰყვებიან ირაკლი კობახიძის მამის ყოფილი თანამებრძოლები?
პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე, “ტვ პირველთან” აცხადებდა:
“კობახიძე რომ დიდგულობს ახლა, მაშინ ედიდგულა, როცა სააკაშვილს ვებრძოდით.
ეს გიორგი კობახიძის შვილი ხომ არ არის?
2011 წლის 26 მაისს, მე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები ვატარებდით მიტინგს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაგვეყენებია და ამ აქციის ორგანიზატორი მარტო მე და ნინო ბურჯანაძე კი არ, ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გიორგი კობახიძეც, რომელიც 12-ს რომ აკლდა 5 წუთი, მიიმალა, გაიპარა რუსთაველის გამზირიდან, წავიდა სახლში, კარაქიანი პური ჭამა, მურმან დუმბაძე კი დაიჭირეს და შეაგდეს ციხეში, ამის შვილი მელაპარაკება?
ასე გულადი თუ იყო, 2012 წლამდე ვერ იგულადა? მაშინ ვერ შეკრიბა ხალხი? სად იყო 2011 წლის 26 მაისს? ორი კაცი რომ არ მოუყვანია და მამამისიც რომ გამეპარა, ჩუმად რომ გამეპარა… გააპარეს და მე მიმატოვეს რუსთაველზე… ამ კობახიძის შვილი მელაპარაკება?”
კომენტარები