2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი. წელს ბიუჯეტი იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტის. ამით არის ყველაფერი ნათქვამი თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ – ფასადურად არათუ ავითარებდა, ანგრევდა განათლების სისტემას“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კომენტარები