მსახიობი, ნანა ბუთხუზი, “ტვ პირველთან” ამბობს:
ჩემთვის ეს წარმოუდგენელი მდგომარეობაა, როგორ მივედით აქამდე, არ ვიცი, ალბათ, ცდიან ჩვენ მოთმინებას და მე მგონი ჩვენ კი არა, მათ უნდათ ომი, ისინი ჩვენ გვებრძვიან… ხომ, ომში ვართ, ომზე უარესი მდგომარეობაა. ასე უსუსურად არასოდეს მიგრძვნია თავი. როგორ შეიძლება არ გქონდეს პოზიცია, არ დაარქვა ამას სახელი, არ ამაყობდე შენი გმირებით, ამბობდე იმას, რასაც ამბობენ, არ მინდა ამის გამეორება, არც მოსმენა მინდა, მინდა გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ეს ტყუილია.
ახლა დაიწყო ჩვენთან ომი? ომში არა ვართ სულ? ან თუ 2012 წელს ომი არ უნდოდათ? მაშინც უნდოდათ ომი, ჩასაფრებულები იყვნენ, როგორც მე მახსოვს, არავის არ ეგონა და ეგონათ, არ დათმობდა მიხეილ სააკაშვილი და უნდოდათ, მაშინაც უნდოდათ თავში რტყმევა, სისხლის ღვრა და რბევა, როგორც გავრილოვის ღამეს მოაწყვეს. რა იყო გავრილოვის ღამე, 5 ივლისი რა იყო? ეს ომი არ არის? ეს მშვიდობაა? ჩემ შვილებს მე სად ვზრდი, მშვიდობაში? ისინი ბედნიერები არიან? მე მებრძვის, მე, მოქალაქეს მებრძვის, იმიტომ რომ მინდა ამ ქვეყნის ბედნიერება, თავისუფლება.
მე მინდა მშვიდობა და ეს მშვიდობა რომ მოვიპოვო უნდა ვიბრძოლო…
აქამდე უნდა მივიდეთ, რომ დღეს სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ხსენება, ადამიანის, რომელმაც ქვეყანა ფეხზე დააყენა და უნდა მიხაროდეს რომ ის დღეს ცუდად არის? და მაშინ ვიქნები მაგარი გოგო, საამაყო? ადამიანის ცუდად ყოფნა, დაავადება უნდა მიხაროს? ეს ნორმალური მდგომარეობაა? ყოველ დღე მაქვს შეგრძნება, რომ მიბიძგებენ იქეთკენ, შხამს უშვებენ ადმაიანებში, რომ გავბოროტდე, გავხდე ღვარძლიანი, თავში ჩავარტყა, ცუდი საქციელისკენ მიბიძგებენ…
კომენტარები