„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
„არის შემთხვევები, როდესაც ღირსება პოლიტიკაზე მაღლა დგას!
2013–2016 წლებში მქონდა რამდენიმე მიწვევა და შემოთავაზება რუსეთში სხვადასხვა კონფერენციაზე დასასწრებად, არცერთხელ არ წავსულვარ, რადგან მიმაჩნდა, რომ სანამ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ამ შემთხვევაში მტერს სახელმწიფომ უნდა ელაპარაკოს და მე იქ არაფერი მესაქმებოდა. თუ ჩავიდოდი, ჩემი პირველი სიტყვები იქნებოდა: დააბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მანამდე ჩვენს შორის კარგი ურთიერთობები ვერ იქნება!“
კომენტარები