ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება ”თბილისის პრაიდის” წევრი
გიორგი თაბაგარი, “რუსთავი2”-თან ამბობს:
“შსს-სგან მივიღეთ დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ ისინი ღონისძიების დაცვის კუთხით მაქსიმუმს გააკეთებენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება და არ გვინდა ეჭვი შევიტანოთ მათ დაპირებაში.
2013 წელს, როდესაც გომელაური იყო მინისტრის მოადგილე და ღარიბაშვილი შს-მინისტრი, გარანტიებს იძლეოდნენ მაგრამ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. სახელმწიფომ მაშინ ვერ დაიცვა ადამიანები და მხოლოდ ფიზიკურ დაცვაზე არ მაქვს საუბარი.
წინასწარი დაპირება კარგია მაგრამ ჩვენ ველით, რომ კონკრეტული ინდივიდები, ვინც ცდილობენ სხვა ადამიანებზე ხელი აღმართონ, სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი.
სახელმწიფო უნდა იყოს ის ძალა, ვინც აღკვეთს ამ ყველაფერს, ჩვენ ვერ შევალთ ადამიანებთან კონფლიქტში.”
“თბილისი პრაიდის” კვირეული დღეიდან დაიწყო, 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, პარალელურად კი კონტრაქცია.
კომენტარები