ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე ISSP-ის ჩატარებულ კვლევას ეხმაურება და წერს:
“ეს იცით რამ მოიტანა? იმან რომ ჰომოფობიაზე საუბარს საჯარო პირების 99% ერიდება, ზოგი ამომრჩეველს “უფრთხილდება”, ზოგი მკითხველს, ზოგი მსმენელს….. იმიტომ რომ 5 ივლისამდე სულ რამდენიმე ადამიანი იცავდა ღიად ქვიარ ადამიანებს, იმიტომ რომ 5 ივლისის შემდეგაც ყველამ დაივიწყა რომ ეს პოგრომი სწორედ ჰომოფობიის ნიადაგზე მოეწყო…
და საერთოდ, ამ პრობლემაზე ღიად, მკვეთრად, ხშირად არავინ საუბრობს სულ რამდენიმე გამონაკლისის გარდა და მადლობა მათ ამისთვის!
მაგრამ დროა ხმა ამოიღოთ და ამომრჩევლებს თუ გულშემატკივრებს ხშირად ესაუბროთ ამ პრობლენაზე, ადამიანების სიძულვილზე, ძალადობაზე…
სხვა შენთხვევაში არაფერი განგასხვავებთ იმ მოძალადეებისგან, რომელნიც 5 ივლისს ვიხილეთ. სიჩუმე და წაყრუება დღეს ძალადობის ტოლფასია. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ გაჩუმებამ, დამალვამ, წაყრუებამ მოგვიტანა 2021 წლის 5 ივლისი!”
კომენტარები