ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2014-2021 წლებში, საჯარო უწყებებმა 122 რუსული ავტომობილი შეიძინეს, რაშიც 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
უწყებებმა შპს სტრადასგან რუსული ГАЗ და ТД АЗ УРАЛ წარმოების დასუფთავების, თვითმცლელის და ავტობუსის ტიპის ავტომობილები შეიძინეს.
“2014-2021 წლებში შპს სტრადამ ჯამში 11,110,500 ლარის ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 11,003,758 ლარი მხოლოდ რუსული ავტომობილების გაყიდვით მიიღო.
კომპანიამ 86-დან 51 ტენდერში გაიმარჯვა და აქედან 39 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
გარდა ტენდერებისა, ამ კომპანიამ 2012-22 წლებში ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის 1,113,265 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო”, – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.
კომენტარები