რუსეთს 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. ამ თემაზე ევროვიზიის აღმოსარულებელმა პროდიუსერმა, კლაუდიო ფაზულომ პრესკონფერენცია გამართა.
“ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობენ კონკურსში. რუსეთი კონკურსში არ მონაწილეობს, შესაბამისად, თავისი ტერიტორიიდან ხმის მიცემას ვერ შეძლებენ”, – განაცხადა ფაზულომ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, რომ რუსეთი 2022 წლის ევროვიზიაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
კომენტარები