,,ფლანგვის დეტექტორმა” ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება:
? 2018-2023 წლებში ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს დასაფინანსებლად თბილისის მერიამ 19.7 მილიონი ლარი გამოყო.
? 3.7 მილიონი ლარი სააგენტოში დასაქმებული 18 პირის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა, ხოლო დირექტორის ხელფასი 2-ჯერ აღემატება თბილისის მერის ხელფასს.
? კომუნიკაციის სააგენტოსთვის ფინანსები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით გამოიყოფა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია დიდწილად მერიის პიარს ემსახურება.
? მაგალითად, 2021 წელს დამზადებული და გავრცელებული 171 ვიდეორგოლიდან, 101 მერიის საიმიჯო რგოლი იყო, საინფორმაციო კი მხოლოდ 67.“
კომენტარები