ბიუჯეტის მონიტორი, 2019 წლის ხარჯების სტატისტიკას აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ.
ჯამურად 2019 წლის განმავლობაში პრემიებზე მთავრობამ 35.9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.6 მილიონი ლარით აღემატება. გაიზარდა გაცემული სახელფასო დანამატების ხარჯიც – გასულ წელს სახელფასო დამატის სახით სულ 234.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 32 მილიონი ლარით აღემატება.
რაც შეეხება ჯამურად პრემია/დანამატების ერთობლივ მოცულობას, გასულ წელს ამ მიზნით სულ 270 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 36 მილიონი ლარით აღემატება.
ბოლო წლებში ჯამურად მთავრობის მიერ გაცემული პრემია/დანამატების სტატისტიკა:
2014 წელი — 289,3 მილიონი ლარი;
2015 წელი — 303,5 მილიონი ლარი;
2016 წელი — 322 მილიონი ლარი;
2017 წელი — 305,6 მილიონი ლარი;
2018 წელი — 234,1 მილიონი ლარი;
2019 წელი — 270,4 მილიონი ლარი;
როგორც ირკვევა, 6 წლის განმავლობაში პრემია/დანამატებზე ბიუჯეტიდან ჯამურად 1,7 მილიარდი დაიხარჯა.
ნიუპოსტი
კომენტარები