ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს:
„წარმოიდგინეთ ?
2019 წლის ბოლო კვირას, ვინმეს რომ ეთქვა მომდევნო 100 დღის მანძილზე:
პლანეტა გაჩერდება ?
მერკელი-ღვინის რიგში იქნება ?
ისრაელის პრეზიდენტი-ზღაპრებს მოყვება ?
ტრამპს-ხელს არავის ჩამოართმევს ?
უცნობებს შორის 2 მეტრი დისტანცია, ხოლო ცოლ-ქმარს შორის 1,5 იქნება ?
ყველაზე გაყიდვადი საქონელი: ტუალეტის ქაღალდი და ,,გრეჩიხა,, იქნება ??
ყველაზე ცნობადი ქალაქი-უხანი ⛩
ჩეხეთი-იტალიას პირბადეებს მოპარავს ?
ოლიმპიადა გადაიდება ?
ყველაზე ხშირად ხსენებადი საჭმელი-ღამურას სუფი იქნება ??
? მეტროში-თავზე ბიდონებით ჩავალთ
ამერიკის პრეზიდენტი გვეტყვის: ,,რუჩკებს,, არ ენდოთო ?♂️
ვენეციაში-დელფინები იცურავებენ ??
გრეტა ტუნბერგი გაიცინებსო ?
?ბარსელონა დაიცლება
სამტრედია გაივსება ?
??♂️წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი თუ არა ერთიც, რომ ეთქვა ვინმეს, ხომ იტყოდით: ვერაა ეს კარგადო?! ?
?არა და ეს ყველაფერი გადავიტანეთ. თუმცა ჯერ სად ვართ:
To be continued ?
P.S. ყველაფერი კარგად იქნება ❤️“
კომენტარები