BM.GE-ის ინფორმაციით, გამოქვეყნდა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო აპარატის – შტატიანი და შტატგარეშე მოხლეეების ხელფასების დაფინანსება 1.85 მილიარდი ლარი დაუჯდათ, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 151.6 მილიონი ლარით აღემატება. მთავრობის 1.85-მილიარდიანი ხელფასიდან 296.3 მილიონი ლარი შტატგარეშეს სტატუსით დასაქმებული პირების ანაზღაურებები იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 54.1 მილიონი ლარით მეტია. შტატიანი მოხელეების ხელფასების მოცულობა კი გასულ წელს 98 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.55 მილიარდი ლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს სახელმწიფო აპარატის (შტატიანის და უშტატო მოხლეების) შენახვა 1.70 მილიარდი ლარი დაჯდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.60 მილაიარდი ლარი იყო.
კანონის მიხედვით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ.
ამავდროულად, საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არსებობს ზღვარი, თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ადამიანი უშტატოდ დასაქმებული. მაგალითად, საფრანგეთში ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელე ან შტატში უნდა ჩასვან ან გაათავისუფლონ, პოლონეთში ანალოგიური ვადა 3 წელია, ისრაელში კი 15 თვე.
შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება “საქონელი და მომსახურების” კატეგორიიდან ხდება. ამავე მუხლიდან გაიცემა მივლინებების ანაზღაურებაც, რაც 2020 წელს 57 მილიონი ლარი დაჯდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24 მილიონით ნაკლებია. მივლინებებზე ყველაზე მეტს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, რაც უწყების მიერ საერთაშორისო მისიებში ჯარისკაცების გაგზავნას უკავშირდება.
წყარო – BM.GE
დღეს ალეკო ელისაშვილი აღნიშავს, რომ ამ სიღარიბის დროს, შესაძლოა, ევროკავშირმა, შესალოა, 60 მილიონი ევრო აღარ მისცეს ქვეყანას, “შტატგარეშე” თანამშრომლებისთვის გადახდილი 296 მილიონი ლარით 60 მილიონ ევროსაც ვიყიდით და ხურდაც დაგვრჩება – შტატგარეშე თანამშრომლებიც ხელფასებში მიდის სინამდვილეში ევროპის გამოყოფილი დახმარება? ისედაც გაზრდილია შტატიანი თანამშრომლები და ისედაც წლიდან წლამდე მეტი და მეტი თანხა გვჭირდება მათ გამოსაკვებად!
ხოდა, თუ იმ 60 მილიონს აღარ გამოგვიყოფენ, ხელფასებს აღარ გასცემთ, თუ მეტად დაგვაჯარიმებთ, რომ მეტი თანხა შევიდეს ბიუჯეტში?
კომენტარები