პროდიუსერი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“1. 2020 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 52 574 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა
რუსეთში კორონავირუსის 1,057,362 დაფიქსირებული შემთხვევაა და ამ მონაცემით ის მსოფლიოში მე 4-ე ადგილს იკავებს
– რა ხდება ?
2. პანდემიასთან ბრძოლის საბაბით ქვეყნის ეკონომიკა დაინგრა, ავიღეთ დამატებთი რამდენიმე მილიარდი ლარი ვალი, გაიქცა ლარის კურსი, ხალხი დარჩა უმუშევარი და ეს მაშინ როდესაც ინფიცირების სულ რაღაც 15-20 შემთხვევა იყო დღეში, ახლა 150 არის, მაგრამ იგივე ზომებს არ ვიღებთ
– რა ხდება ?
შეიძლება რამე შეიცვალა, შეიძლება ვირუსი ნაკლებად მომაკვდინებელია, შეიძლება ესაა სწორი ქცევა და არა ის რომ ეკონომიკა დავანგრიეთ – და ჩემი აზრით ეს ესეა, მაგრამ მთავრობის პოზიცა რა არის ამ 2 ფაქტზე ?
15 ინფიცირებულზე ქვეყნის ჩაკეტვა და 150 ზე არა?
ანუ ეკონომიკა რატომ დავანგრიეთ ?
3. 2020 წლის 1-11 სექტემბერს დაახლოებით 87 000 ტესტი გაკეთდა
2020 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში ჯამში – 80 000 მდე გამოდის
“პიკთან” შედარებით ტესტირებების რაოდენობა მინიმუმ გაათმაგებულია
– რა ხდება ?
ჩემი აზრით, მთავრობას უნდა კოვიდ საფრთხის განცდის გაზრდა, თუმცა რაღა ჩემი აზრით, ტესტირებები გააათმაგეს, ანუ დაფიქსირებული ინფიცირებულიბის რაოდენობაც გაათმაგდა – ახლა იმას ელიან თავიანთი შექმნილი კოვიდ პანიკის ფონზე ხალხი “საფრთხისგან დაიცავენ” – დაგავიწყდათ, როგორი მზრუნველი მთავრობა ვიყავით რამდენიმე თვის წინ და გაგახსენებთო
მაჟორიტარების წარდგენისასაც სულ კოვიდზე და ხალხზე ზრუნვაზე ლაპრაკობდნენ.
ხოდა ეს ნიშნავს რომ ადამიანების სამუშაო ადგილებით, მილიარდობით ვალის აღებით და ადამიანების ჯანმრთელობით მანიპულურებენ.
მე მაინც მგონია რომ ამას არავინ ჭამს”
კომენტარები