როგორც ზურაბ ალფაიძემ განაცხადა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას მუდმივად ჭირდება განახლება და განვითარება. ამ მიმართულებით 2021 წელს კომპანიამ დედაქალაქის ყველა რაიონში 70 პროექტი განახორციელა.
,,სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სრულად განახლდა, როგორც წყალსადენის ასევე წყალარინების ქსელები. წყალმომარაგების მოძველებული სისტემა განახლდა მანჯგალაძის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კალანდაძის, განთიადის, რაზიკაშვილის, ერეკლე მეფის და სხვა ქუჩებზე. შეიცვალა მაგისტრალური ქსელები და დამონტაჟდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შედეგად, აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე მომხმარებლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა’’ – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.
მისივე თქმით, 2022 წელს ჯივიპი განაგრძობს დედაქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას.
კომენტარები