• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, სამშაბათი, 27 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა – უბნების რეიტინგი

ალია ავტორი - ალია
11:32 01-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483

2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება.

Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების ვებგვერდ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო გასაყიდი ფასის ზრდითაა განპირობებული.

მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. აქედან ახალ პროექტებში ტრანზაქციები მხოლოდ 4%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 16%-ით შემცირდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბინებზე მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა. 2023 წელს პირველად ბაზარზე გაყიდვები 1%-ითაა შემცირებული, ხოლო მეორეულ ბაზარზე კლება 12%-ია.

თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა. გაყიდული ბინების მიხედვით, თბილისის უბნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. სამგორი – 8 643 ბინა;
  2. საბურთალო – 8 238 ბინა;
  3. დიდი დიღომი/დიღომი – 6 712 ბინა;
  4. გლდანი – 4 729 ბინა;
  5. ნაძალადევი – 3 914 ბინა;
  6. დიდუბე – 3 210 ბინა;
  7. ჩუღურეთი – 1 222 ბინა;
  8. ვაკე – 1 057 ბინა;
  9. კრწანისი – 1 046 ბინა;
  10. მთაწმინდა – 1 032 ბინა;
  11. ისანი – 594 ბინა;
  12. ბაგები – 298 ბინა;
  13. ფონიჭალა – 197 ბინა;
  14. წყნეთი – 88 ბინა;
  15. დიდგორი – 81 ბინა.

Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს ახალი და ძველი ბინები გაძვირდა. კონკრეტულად კი ახალაშენებული ბინების ღირებულება 13%-ით, ძველი ბინების კი 19%-ით გაიზარდა.

„თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 2022 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2023 წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა“, – აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved