ფოტო – ამერიკელი ფოტოგრაფი ჯონ ჯოუნსი
სახელმწიფოს მხრიდან ბინის მიღება 2023 წლამდე დაბადებულ დევნილ პირებს შეეძლებათ, – შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. თუმცა, აღნიშნული ჩანაწერი, გამონაკლისის წესით ვრცელდება 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე. ეს პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დევნილი პირები, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვნები, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას გათვალისწინებულნი იქნებიან მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.
კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო ინიციატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო ინიციატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
წყარო – bm.ge
კომენტარები