2050 წლისთვის მსოფლიოში არსებული მყინვარების დიდი ნაწილი გაქრება. ამის შესახებ გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელსაც BBC ავრცელებს.
ამჟამად გაეროს მემკვიდრეობის სიაში 18 600 მყინვარი შედის. იუნესკოს დასკვნის მიხედვით, მათი მესამედი 30 წლის განმავლობაში მთლიანად დადნება.
ექსპერტების განცხადებით, არსებული მყინვარების ორი მესამედის გადარჩენა შესაძლებელია, მაგრამ, ამისთვის მსოფლიომ გლობალური დათბობა 1,5 გრადუსის ფარგლებში უნდა შეინარჩუნოს, ამის მიღწევა კი ძალზე საეჭვოა.
სიაში შედის ირანის, ჩერნოგორიის, კონგოს, ჩინეთის, უგანდის, შვეიცარიის, კანადის და სხვა ქვეყნების მყინვარები.
დასკვნის მიხედვით, აფრიკაში არსებული მყინვარები მთლიანად გაქრება.
ყინულოვანი მასები ყოველწლიურად 58 მლრდ ტონა ყინულს კარგავენ.
კომენტარები