ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძე:
“მეგობართან ერთად შედის 15.31 საათზე ბახტრიონის ქუჩაზე აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ერთჯერად შპრიცებს.
16 31 საათზე ფონიჭალაშია, ეს არის პირველი ფიქსაცია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და ბრუნდება ორთაჭალის მიმარულებით, სადაც ფიქსირდება ორთაჭალის ტერიტორიაზე.
19.41 საათზე მეგობართან ერთად ისევ ბრუნდებიან ფონიჭალაში, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ბრუნდებიან ორთაჭალაში, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
ლექსო ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკების გამო, ხდება ცუდად და მეგობარი ცდილობს მის დახმარებას. ჯერ ცდილობს მის მოსულიერებას, შემდეგ ცდილობს მიმართოს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას 21.17 საათზე ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების შედეგად მის მეგობარს, რასაც ახერხებს, მოჰყავს გონებაზე და ერთად ბრუნდებიან 23 საათსა და 16 წუთზე დედაენის ბაღში, სადაც კიდევ ერთხელ ცუდად ხდება მისი მეგობარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე ბრუნდება საცხოვრებელ სახლში და 00.10 წუთზე, უკვე ჩანს, როგორ ადის მარტო სახლში.
დილის 6 საათზე ოჯახის წვერები შეტყობინებას აკეთებენ სასწრაფოში, რომლის მისვლის დროს, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდება ექიმებს და იძახებენ პოლიციას.
ალექსანდრე ლაშქარავას ცემის ფაქტზე დაკავებულია 5 პირი.”
შსს-ს მიერ გვარცელებულ ჩანაწერებში ისმის ხმა, როგორ ითხოვს პირი სასწრაფოს გამოძახებას – რატომ არ იძახებს კლინიკა სასწრაფო დახმარებას და დაისჯება თუ არა კლინიკის პერსონალი, ამაზე შსს კომენტარს არ აკეთებს.
როგორ მოხდა, რომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ პირველ ვიდეოში, რომელიც შსს-მ გუშინ საღამოს გაავრცელა, არ მოხვდა კლინიკის ეპიზოდი, რატომ არ შეატყობინა კლინიკამ პოლიციას, ან რატომ არ დაეხმარა, თუ მართლაც იყო ადამიანი შეუძლოდ – ამაზე შსს არ საუბრობს.
კომენტარები