აშშ–ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ქუთაისის მერიას ესტუმრა.
საელჩოს განცხადებით, შეხვედრისას ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამა იქნა განხილული.
“ადგილობრივი მმართველობის მხარდამჭერი $21-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ათეულობით მუნიციპალიტეტი ისარგებლებს, მათგან რამდენიმე იმერეთშია. პროგრამის მიზანია ადგილობრივ მმართველობას დაეხმაროს ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეზე მორგებული სერვისების მიწოდებაში.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის მერთად შეხვედრისას ეს ერთ-ერთი პროგრამა იყო, რომელიც განვიხილეთ. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონის საჭიროებებსა და თანამშრომლობის გაგრძელების გეგმებზე. დიდი მადლობა ბატონ ზვიადსა, იოსებსა და იმერეთის რაიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის”, – წერს საელჩო.


კომენტარები