ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაი ინფორმაციით:
“ვითარება ლუგანსკში მძიმეა. რეგიონის ნაწილი ცდილობს, თავდაცვა შეინარჩუნოს. ჩვენი მებრძოლები მტერს მედგრად ებრძვიან. ჩვენი გმირები მტრის საცავებს და ცოცხალ ძალას ანადგურებენ. ოკუპანტები დაბნეულები არიან, ფიქრობენ როგორ შეინარჩუნონ ცოცხალი ძალა და იარაღის საცავები. ინფორმაცია გვაქვს, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აპირებენ იარაღების საცავების მოწყობას. ამ ნაბიჯით შეეცდებიან დაგვაბრალონ, რომ თითქოს, ბავშვებს ვესვრით”, – ამბობს სერგეი გაიდაი.
კომენტარები