ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება იბერიულ-კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარე პირველი პრეზიდენტის დაცვის წევრი ბესო მიქავა.
– უკრაინული პოლიტიკური პარტია ,,ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი… КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ „დავერბოვკებული“ იყო.“ თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ედეპესა და გია კობახიძის საქმეები და ამიტომ გთხოვთ ამ თემაზე კომენტარს.
– ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი გუგლში არ დაიწყებს კომპრომატების ძებნას. აქედან კარგად ჩანს, რომ არახამია მედიუმის როლს ასრულებს და რასაც ამბობს, ეს მისი კერძო პოზიცია კი არ არის, არამედ იმ იმპერიალისტური ძალების პოზიციაა, რომელსაც ის ემსახურება. მან თავი არ შეიწუხა საქართველოს ისტორიის ცოდნით, მას სრული სიმართლის თქმა რომ სდომებოდა, ჯერ უნდა ეთქვა ედპ-ს წევრ ირინა სარიშვილზე, რომელიც ახლა ნაცებთან არის და მიხეილ სააკაშვილის ფანი რომ გახდა, რომელმაც 1993 წ. 18 ოქტომბერს ფილარმონიაში გამართულ თავყრილობაზე საჯაროდ მოითხოვა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. ამიტომ არახამია, როდესაც ბრალს უყენებს გიორგი კობახიძეს, ჯერ თავის გარემოცვას გადახედოს, მის გვერდით კაგებეშნიკების მთელი კოჰორტაა. ვინ არიან ისინი? ვინ და თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, აკია ბარბაქაძე და „ნაცების“ მნიშვნელოვანი ნაწილი. ესენი სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების და ტრანსნაციონალური ორგანიზაციების აგენტები არიან, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მეოთხე დასი“, არახამიამ რომ არ გვითხრას, ისედაც ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კიდევ ერთ-ერთი პროექტი იყო და სუკის გარეშე როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში კაპიტალიზმის რესტავრაცია არ მოხდებოდა. ამიტომ შენ, არახამია, მადლობელი უნდა იყო სუკის აგენტის გიორგი კობახიძის, რადგან მას და მისნაირებს რომ არ ეზრუნათ, შენ არ გეღირსებოდა უკრაინის მმართველი ბურჟუაზიული პარტიის ხელმძღვანელობა. ასე რომ, შენ და გიორგი კობახიძემ მადლობა უნდა უთხრათ სუკს, რომ თქვენგან ბურჟუაზიული პოლიტიკოსები გამოძერწეს. არახამიამ, ეტყობა, არ იცის, რომ ირაკლი კობახიძის მამა კი არა, დედაც თამარ ზაალაშვილი ედეპეშნიკი იყო და საბჭოთა პერიოდში პრივილიგირებული ინტელიგენციის წრეს ეკუთვნოდა და ჩახუტებული იყო ფსევდოკომუნისტურ პარტოკრატიასთან.
ამიტომაც გადანაწილებულია ედპ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში, ირინა სარიშვილი და ბაჩუკი ქარდავა ნაცების ბანაკშია; ქადაგიშვილი და შვილი კობახიძე „ოცნების“ ბანაკშია, მამუკა გიორგაძე – რეზერვშია და ე.წ. ,,სახალხო პარტიასთან“ ერთად ელოდება პოლიტიკურ პროცესს, თუ ვინ გაიმარჯვებს, მერე მის გვერდით რომ დადგეს. არის კიდევ ერთი ედპ-ს ,,ვარსკვლავი“ აჭარის მთებში ეს გახლავთ ილია ვერძაძე, რომელიც ცოტა ხნით პროფკავშირებით მოგვევლინა და ახლა „ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიყვანა და თანამდებობაც მისცა, ჰოდა, თავგამოდებით იცავს გიორგი კობახიძეს, არ არის სუკის აგენტიო. შენ რა იცი, ჩემო ილია, რა გალაპარაკებს. აგერ არის იგორ გიორგაძე და ასლან აბაშიძე და მათ ჰკითხე. სამწუხაროდ, ლეონარდო დევდარიანი ცოცხალი არ არის, თორემ ის პირველი გაგარკვევდათ, რა ნომერი აგენტი იყო გია კობახიძე სუკში. ამიტომ ახლა ნუ გიკვირთ არახამიას შეფასება. იმან ხმამაღლა თქვა, თორემ ედპ-ს ყველა მოთავე თავისი ლიდერიანად სუკის აგენტი იყო და ყოფილი აგენტები არ არსებობენ. …რაღა არახამიას ნათქვამი გიკვირთ, არიქა, ეს რა თქვა არახამიამო, ერთი ღერი ქართული არ იცისო, ასეთიაო, ისეთიაო, თქვენ რომ კარგად იცით ქართული, რომელი ქართული საქმეები აკეთეთ, ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ტყვიები დაუშინეთ და ეროვნული მთავრობა დაამხეთ? დიახ, ეროვნული მთავრობა. მას შემდეგ ქვეყანას ეროვნული მთავრობა არ ჰყოლია. ეს ქართველი ხალხის შეფასებაა. როდემდე გექნებათ პირველ პრეზიდენტის მკვლელობის საქმე თაროზე შემოდებული? არახამიას შევახსენებ, რომ 2004 წელს სააკაშვილმა კომისია შექმნა და მისი რეჟიმის ყველაზე გავლენიანი ფუნქციონერები მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი შეიყვანა. გეკითხები შენ, არახამია, მათ რამე გააკეთეს? ეს იყო სააკაშვილის მხრიდან თვალთმაქცობა და სხვა არაფერი. აი, ვის ემსახურები შენ. ასე რომ, აქ არ შეიძლება, სხვა ეჭვები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არახამიას, რომ არ ეთქვა, ედპ სუკის პროექტი იყოო, ჩემი არქივიდან ედპ-ს ლიდერის გია ჭანტურიას მიერ დაწერილი წერილი წაიკითხეთ, სახელმწიფო უშიშროების 121-ე კომიტეტის საგამომძიებლო იზოლატორის უფროსს რომ წერდა. მას ეხვეწება თანამშრომლობას, როცა ის პატიმრობაში იყო, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების იზოლატორში დაცულია გია ჭანტურიას პირველი საქმე 132. ჭანტურიას ხელნაწერი გამოქვეყნდა მაშინდელ პრესაში. კიდევ ბევრი ფაქტი არსებობს ედპ-ს მხრიდან სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ. მაგალითად, გია ჭანტურიამ ორთაჭალის ციხიდან მისწერა თანაპარტიელებს წერილი. იქნებ ისიც ავუხსნათ, რატომ იყო დაჭერილი. რატომ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, როცა მოსკოვში მიფრინავდა შევარდნაძესთან შესახვედრად და არა სააკაშვილთან. ის მის მრჩეველს გიორგი კობახიძეს სწერდა – ,,ის, ვინც სტაბილიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯს, ის თავს დააყენებს პარტიის მიღმა“ და ეს მაშინ მისწერა, როცა მიმდინარეობდა ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალება. ჰოდა, გიორგი კობახიძე და ყველა ედეპეშნიკი სუკის სამსახურში იყვნენ. კიდევ გავიხსენოთ 1992 წლის აპრილი, როდესაც ტელევიზიით გამოვიდა ჭანტურია და ღიად განაცხადა, თუ უშიშროებამ არ იცის, სად იკრიბებიან ზვიადისტები და უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ჩვენ ვასწავლით და იმოქმედონო. უშიშროებას მაშინ ხელმძღვანელობდა სუკის გენერალი ანზორ მაისურაძე. უშიშროებასთან თანამშრომლობას მერეც აგრძელებდნენ ედეპეშნიკები. ედეპეშნიკებს შეიარაღებული ფორმირებიც ჰყავდა, რომლის ფორმირებაში ეხმარებოდა იგორ გიორგაძე. მან იარაღიც მისცა ედპ-ს. ისიც გავიხსენოთ, რას ეუბნებოდა გია ჭანტურია ერთ-ერთ თათბირზე იოსელიანს და კიტოვანს – თქვენ გამსახურდიას მიხედეთ, მე მთელ საქართველოში მის მიერ დანიშნულ პრეფექტებს მივხედავო. მაშინ მთელი ხმით ვყვიროდი, როცა სამეგრელოს შეესია მხედრიონი. გაიხსენონ, რას ჩადიოდნენ ჩემს მშობლიურ წალენჯიხაში, მთელ საქართველოში პრეფექტები გამოიყვანეს კაბინეტებიდან ედეპეშნიკებმა. კახეთში, გურჯაანის რაიკომის მდივანს დავით სარიშვილს კაბინეტში არ უშვებდნენ… თუ მე არასწორს ვამბობ რამეს, ჰკითხეთ გია კობახიძეს და გეტყვით. რა იცის არახამიამ, რაც ამ პარტიის ხელშეწყობით ცუდი მოხდა საქართველოში?! ასე რომ, კობახიძეები, ქადაგიშვილები, სარიშვილები, ქარდავები სუკის სამსახურში იყვნენ და ჩვენი ქვეყნის დაქცევაში ლომის წვლილი აქვთ შეტანილი. მათ უნდა ცოდნოდათ, რომ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ყოველთვის შეახსენებენ სუკის სამსახურში ყოფნას. როგორ დავივიწყოთ 1990 წლის 27 ოქტომბერი, როცა საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა გია კობახიძე, რუსლან მიქაბერიძე და ირაკლი წერეთელი. ამ ვაჟბატონებმა გაუგონარი ცილი დასწამეს გამსახურდიას. გამსახურდია მაშინ იყო „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი და მონაწილეობდა მრავალპარტიულ არჩევნებში და მონაწილეობდა, როგორც სპიკერი და განაცხადეს, რომ გამსახურდიამ დაიქირავა ტერორისტი და მიუგზავნა გია ჭანტურიას და ტერორისტმა ჭანტურია დაჭრა და ყვიროდნენ ტელევიზიიდან, ტერორისტ გამსახურდიას მხარი არ დაუჭიროთო. გია კობახიძემ ამ გამოსვლით ეშმაკურად განავითარა დემაგოგია და მხოლოდ ირაკლი წერეთელმა უნებლიედ წამოროშა – ჩვენ ვუყენებთ ამ ბრალდებას გამსახურდიას, მაგრამ მტკიცებულებები არ გვაქვსო. აი, ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში მრგვალმა მაგიდამ 250 მანდატიდან უზენაეს საბჭოში 155 მანდატი მოიპოვა. ეს იმიტომ, რომ გია კობახიძის ცრუ ბრალდებები იმდენად ამაზრზენი იყო საზოგადოებისათვის, რომ ვისაც არ უნდოდა მრგვალი მაგიდისთვის მიეცა ხმა, მათაც კი მისცეს ხმა.
ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს ირაკლი კობახიძემ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ედპ-ს არც ის დაუგმია, როდესაც 1990 წლის 14 ნოემბერს უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებამ „მხედრიონმა“ საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი სესიის მოწვევის დღეს განახორციელა პირველი ტერორისტული აქტი და კახეთში მილიციის განყოფილებებიდან და საგუშაგოებიდან გაიტაცეს დიდი რაოდენობით იარაღი და მილიცია საერთოდ განაიარაღეს კახეთში. ედპ ყველაფერზე ინფორმირებული იყო. გია კობახიძე ჭანტურიას მრჩეველი იყო. ახლა რომ გამოდის მისი შვილი და იძახის, არ გვინდა რევოლუციური სცენარიო, მაშინ უნდოდა ვინმეს? ეს მხოლოდ ქვეყნის მტრებს თუ ენდომებოდა მაშინაც და ახლაც. ახლა ნუ უკვირთ კობახიძეებს გადატრიალებები. ამ გადატრიალებებით მოვიდნენ სათავეში და ქართველი ხალხის არჩევანი ფეხქვეშ გათელეს. გია კობახიძე ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო და ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც 1994 წლის 24 ივნისს დაგომისის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის დროსაც ცხინვალის რეგიონში შემოყვანილი იქნა რუსეთის სამშვიდობო ჯარები და მისცეს სამშვიდობო მანდატი. ამ ხელშეკრულების შემდეგ მოახდინა რუსეთმა მთელი ცხინვალის ოკუპაცია. გიორგი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო მაშინ, როცა მხარი დაუჭირა განათლების ანტიეროვნულ პოლიტიკას, გია კობახიძე სახელწიფო საბჭოს წევრი იყო მაშინ, როცა ამ საბჭომ შრომის კანონი გამოახშირა. ისიც კარგად გვახსოვს, არ გვავიწყდება, გია კობახიძემ და ვახტანგ რჩეულიშვილმა 1998 წელს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცემა-ტყეპა რომ გამართეს, ჩემს სკამზე ზიხარ და ადექიო, ეუბნეოდა რჩეულიშვილი კობახიძეს. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება საქართველოში. და რაც ხდება, ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა იმ დროიდან. ასეთ უსაქციელობას, ასეც ვუყურებთ ეს წლები პოლიტიკოსი შვილები პოლიტიკოსი მამებისაგან სწავლობენ. ედპ იყო ხალხისა და ქვეყნის მტერი და ამ კონტრრევოლუციურ სცენარებში აქტიურად იყო ჩაბმული გია კობახიძე. გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ უცვლელად დაბეჭდავთ ჩემს ინტერვიუს, აქვე კიდევ გავიხსენებ ორიოდე ფაქტს. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დანიშნა რეფერენდუმი და კითხვა იყო ასეთი: ,,გსურთ თუ არა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ გია ჭანტურია და გიორგი კობახიძე ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ, გამსახურდიამ იმიტომ დანიშნა რეფერენდუმი, რომ კარგად იცის ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭირეს დამოუკიდებლობის აღდგენასო და ჩაიშლებაო და ედპ-მ პარალელურად ჩაატარა ე.წ. კონგრესის არჩევნები. მთელი თვე ატარებდნენ, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხალხი მაინც არ მივიდა. ირაკლი კობახიძეს უკვირს ნაცების მოწყობილი პროვოკაციები. გაიხსენოს გია ჭანტურიასა და გია კობახიძის მოწყობილი პროვოკაცია კინოს სახლთან, როცა თავს დაესხნენ მილიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფს და არცერთი არ იყო მილიციის ტაბელური იარაღით დაჭრილი. ეს იყო გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. აგენტები იყვნენ, აბა, რა ჯანდაბა იყვნენ. გია კობახიძე იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო მაშინ, როდესაც სსს კოდექსიდან ამოიღეს 122-ე მუხლი – მამათმავლობა. ამას მხარი დაუჭირა გია კობახიძემ. მაშინაც სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო გია კობახიძე, როდესაც აფხაზეთში სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ფორმირებების შეყვანას მოეწერა ხელი. აფხაზეთში იმიტომ უნდოდათ შესვლა, რომ მაშინ მასშტაბურ აქციებს მართავდნენ გამსახურდიას მხარდამჭერები და უნდოდათ აღეკვეთათ. სიგუამ შეუთვალა არძინბას, რომ ასლანი უფლებას არ აძლევს, რომ მიტინგები გამართონ და თქვენც ასე იმოქმედეთო. არძინბამ უპასუხა: ეს აქციები დემოკრატიული და მშვიდობიანი ხასიათისაა და რომ ავკრძალო, აფხაზებიც კი ჩემს წინააღმდეგ წავლენო.
– ბატონო ბესო, მიტინგების დაშლა ხომ არ ხდება ჰაუბიცებით, გრადებით, ტანკებით? ეს მარტო მიტინგების დასაშლელად გასცეს?
– მარტო გამსახურდიას მხარდამჭერთა აქციების დასაშლელად კი არ შევიდნენ, რუსეთის პრეზიდენტის ელცინის ინტერესი იყო აფხაზეთში ომის გაჩაღება და სანამ აფხაზეთში შევიდოდნენ, მანამდე შევარდნაძის ბრძანებით სამეგრელო ააოხრეს. წინა დღეს ფოთში ვიყავი და გვარდია შერიგებას გვთავაზობდა, მეორე დილით კი ეს მოღალატეები თავს დაგვესხნენ. ჩვენ იძულებული გავხდით უკან დაგვეხია. ამ ყველაფერში ედპ ინფორმირებული იყო. მაგრამ არახამიას ვურჩევ, გამოაქვეყნოს ის მასალები, თუ როგორ მოხდა უკრაინის საზღვაო ფლოტის ადმირალი ედუარდ ბალტინი დასავლეთ საქართველოში. ამაზე ილაპარაკოს. ჩვენ კარგად ვიცით, მივაწვდით მასალებს, ვინ არის დასაპატიმრებელი უკრაინაში, პირველ რიგში გენერალი იური ალეროვი, რომელმაც ამას წინათ რუსთავი 2-ში იტრაბახა, თუ როგორ დაამხო მან გამსახურდია. დიახ ბალტინის მეშვეობით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება და მაშინ მოკლეს პირველი პრეზიდენტი. აი, ამაზე ილაპარაკოს არახამიამ, თორემ გია კობახიძე და მთელი ედეპეშნიკები აგენტები რომ იყვნენ, ჩვენც კარგად ვიცით. არახამიამ თავის გვერდზე მყოფ აგენტებს მიხედოს!
კომენტარები