თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოასახლა. როგორც გამოსახლებული ქალი „ფორმულასთან“ ამბობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა.
ქალი ამბობს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბინა აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ბინის გამოსასყიდად ოჯახს 53 000 დოლარის გადახდას სთხოვს, რისი საშუალებაც არ აქვთ:
„მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი. რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა მითხრეს გვერდში დაგიდგებით, 3-დან 6 თვემდე ვადა მოგცეს და 22 ათასი ხომ აქვს გადახდილი აუქციონზე, 30 000-ს გადავუხდით და მშვიდობიანად დავშორდეთ. თვითონ ითხოვს 53 000-ს და ამ ავარიულ კორპუსში, როცა მე სოციალურის მეტი შემოსავალი არ მაქვს… ჩემი ორი მცირეწლოვანი ბავშვით სად უნდა წავიდე?“ — აცხადებს ქალი, რომელიც შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ნახევარი წლის წინ ოჯახმა რამდენიმე თვიანი ვადა ითხოვა, ალტერნატიული საცხოვრებლის მოსაძიებლად რის შემდეგაც ნებაყოფლობით უნდა დაეცალათ საცხოვრებელი და მას შემდეგ, რაც ეს არ გააკეთეს, მათი გამოსახლება დაიწყეს.
კომენტარები