თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.
მისი თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია.
„დილის მონაცემებით გვქონდა 517 დადასტურებული შემთხვევა, 24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და გვაქვს 539. ასევე, 10 გამოჯანმრთელებული დაგვემატა გახდა 178. 22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები