დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა. სწორედ ამით ხსნით „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე გეჯაძე ცხედრის პირველადი დათვალიერებისას დაწერილ დასკვნასა და ექსპერტიზის საბოლოო დაკვნას შორის სხვაობას, სადაც წერია, რომ „გვამური გაშეშება მოხსნილია“.
„ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ – ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ, კი, ლპობა გამოხატული.
პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად ლპობითი ცვლილებები იყოს“
ინტერპრესნიუსი
შეგახსენებთ, ეს “მექანიკური შეცდომა” დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოჯახის ახლობელია, მას შემდეგ დაინახა, რაც უკრაინელმა ექსპერტმა “მთავარში” განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლებით ცხედარი 48 საათზე ნაკლები დროის ფარგლებშია გარდაცვლილი.
გეჯაძემ დადასტურა უკარაინელი ექსპერტის სიტყვები და თქვა, რომ შეუძლებელია გვამური გაშეშება იყოს დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის ცხედარზე, მაგრამ ეს ფრაზა ექსპერტის “მექანიკურ შეცდომას” და რია-რიას დააბრალა.
რია-რია თუ ჩვენ უნდა აგვეცილებია, ალბათ, შემთხვევის ადგილზე, დაგეძახათ, ბატონებო და მოვიდოდით.
რას ნიშნავს, ექსპერტმა, ალბათ, დაუშვა მექანიკური შეცდომა და ალბათ, გამოასწორებს გამოძიება???
რას ნიშნავს, აქამდე არ დავაკვირდით და ახლა აღმოვაჩინეთ ეს მექანიკური შეცდომა? განა პირველი, რასაც ექსპერტი კითხულობს გვამის გაკვეთამდე, დათვალიერების ოქმი არ არის?
პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გეჯაძე საერთოდ არ დასწრებია გვამის გაკვეთას და მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას ყოველთვის ის ექსპეტი უნდა აკეთებდეს, ვინც კვეთას ესწრება, ალექსანდრე გეჯაძე ჯიუტად ცდილობს, მედიას არ წარუდგინოს ექსპერტი, რომელმაც დასკვნას მოაწერა ხელი.
კომენტარები