თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა. ასევე, დასტაბილურდა 80 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკული იყო და ის, შესაძლოა, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმიდან მოიხსნას. თუმცა, კლინიკაში კვლავ რჩება რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება.
რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს, მას პირველადი განმეორებითი ტესტი „კოვიდ 19“-ზე უარყოფითი აქვს. პასუხი დღეს კვლავ გაკონტროლდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკას დატოვებს.
კომენტარები