„ეხო კავკაზა“ იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ქალაქ ცხინვალში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა.
ხანძრის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.
„ხანძარზე შეტყობინება დილის 8 საათზე შემოვიდა. ინციდენტი გერცენის ქუჩაზე მოხდა. ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა“, – განაცხადეს ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში. ხანძრის მიზეზად ბუნებრივი არიის გაჟონვა სახელდება.
კომენტარები