შოვში, სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცის ბუბაშვილის ოჯახის ახლობელი, ეკა ჯიბლაძე ავრცელებს და წერს:
“23 კოშმარული დღე გავიდა გვანცა შენს ძებნაში და ლოდინში, იმედი რომ გადაურჩი იმ ჯოჯოხეთს რაც ჩემი თვალით ვნახე ,ნელ ნელა მიქრებოდა, მაგრამ ვერ გიმეტებდი ამ მწარე რეალობისთვის, რაც დღეს დაგვიდგა,სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად რასაც შენი დედა,შენი ბუბა, შენი ძიაკო, შენი ოჯახი და მეგობრები განიცდის, ჩემო სიცოცხლით სავსე გოგო, შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გწყუროდა, განისვენე იქ სადაც მართალნი განისვენებენ
ბუბაშვილი შოვში მეგობრებთნ – სალომე ხეთაგურთან და ნინო კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში სამივე მათგანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსსხვერპლა. 2 მოქალაქეს ისევ ეძებენ.
კომენტარები