გახარიამ იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ მივმართეთ პარლამენტს რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული.
ყველამ ძაან კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს ბალანსს ეპიდემიის მართვას, ეკონომიკის გაუმჯობესებასა და ცოცხალ პოლიტკურ პროცესს შორის“
კითხვაზე – შეზღუდავს თუ არა ეს ცვლილებები საპროტესტო აქციებს, გახარიამ აღნიშნა, რომ „ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა“.
“ალია”
უკაცრავად, პრემიერო, მაგრამ როგორც ჩანს ამ კანონპროექტს არ იცნობთ, თორემ, გეცოდინებოდათ, არსად არის განმარტებული კანონპროექტში, როგორ და ვინ დაადგენს რამდენად გონივრული და კონკრეტულ მიზნებზე იქნება შეზღუდვა გათვლილი, ან ვინ დაადგენს ზღვარს – პირიქით, ერთპიროვნილი მმართველობის უფლება გეძლევათ!
22 მაისს საგანგებო მდგომარეობა უქმდება!
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა დაამტკიცა კანონში ცვლილებები, გახარია ამბობს, რომ საპროტესტო აქციები არ შეიზღუდება, რადგან – არ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.
სიმართლე რომ გითხრათ, საპროტესტო აქციებს შეკრებისა და მანიფესტის შესახებ კანონი არეგულირებს, მაგრამ რას გაიგებ…
მეორეს მხრივ, თუ საგანგებო მდგომარეობა უქმდება და კანონში შეტანილი ცვლილებით, პრემიერს არ ექნება უფლება შეზღუდოს საპროტესტო აქციები – გამოდის, 23 მაისიდან უკვე შეგვიძლია საპროტესტო აქციის მოწყობა!
თუ ასე არ არის და რა თქმა უნდა ასე არ არის, თუ გახარია კანონში ცვლილებით იტოვებს უფლებას, როცა მოუნდება მაშინ შეზღუდოს შეკრების უფლება და რა თქმა უნდა ასეა და იტოვებს ამ უფლებას – მაშინ, ვინ არის იმის გარანტი, რომ გახარია სექტემბერ-ოქტომბერში შეკრების უფლებას არ შეზღუდავს? – გახარიაა გახარიას გარანტი?
ასე იყო ივნისშიც, გახარიამ თქვა მე გამოვიძიებ შსს-ს ძალის გადამეტების ფაქტებსო და დღეს ევროპარლამენტი ითხოვს ივნისის აქციაზე სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებას.
ხოდა, როგორ იქნება გახარია გახარიას გარანტი, მით უმეტეს მაშინ, როცა ეპიდემიოლოგების თქმით, სექტემბერ-ოქტომბერში ვირუსის მეორე ტალღას ველოდებით?
სექტემბერში მეორე კი არა, მეხუთე ტალღაც რომ იყოს, პრემიერი საგანგებოს ვერ გამოაცხადებს, თუ არჩევნების გაუქმება/გადადება არ უნდა – ამიტომ დასჭირდა სხვა ბერკეტი!
მოკლედ, პრემიერმა თქვა, კანონში ცვლილებებით საპროტესტო აქციას ვერ შევზღუდავო და ხომ არ ვეტყვით, იტყუებით პრემიროო?
22 მაისს საგანგებო მდგომარეობა უქმდება და მხოლოდ კანონში ცვლილებები რჩება, რომლითაც, აქციები არ იზღუდება, თურმე, ხოდა, ბატონებო და ქალბატონებო, 23 მაისიდან საპროტესტო აქციები დასაშვებია, როგორც პრემიერმა გვითხრა.
კომენტარები