რუსთავში მომხდარი საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელიReport.ge-ის უყვება, რომ 16 წლის ელენეს 2 წლიდან მისი ბიძაშვილი მარიამ ბაშარული საკუთარი შვილივით ზრდიდა.
რუსკა მჭედლიძის თქმით, ამ ტრაგედიამ არა მხოლოდ გარდაცვლილის, არამედ, მძღოლის ოჯახიც გაანადგურა.
“გარდაცვლილი ბავშვი ჩემი მეგობრის ბიძაშვილია. მარიამი ზრდიდა 2 თვიდან. ელენე თურმე ძაღლს ასეირნებდა და გზაზე გადმოდიოდა. მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და შეეჯახა. ის ბიჭი ვინც დაეჯახა, თურმე ჩემი მეზობელია. დილით გავიგე. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. 23 წლის ბიჭია, ცოლი ჰყავს 7 თვის ორსული. თვითონაც ვერ გამოდის შოკიდან. გაუბედურდა ყველა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას და რა იქნება ოჯახის პოზიცია არ ვიცი, ჯერ ვერაფერზე ვფიქრობთ, უბრალოდ, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს”
ამასთან, რუსკა მჭედლიძის თქმით, გარდაცვლილის მამამ ჯერ კიდევ არ იცის მისი შვილის გარდაცვალების შესახებ.
“ელენეს მამა ახალგორში ცხოვრობს. სმარტფონი არ აქვს და ჯერ არც კი იცის, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, როგორ ჩამოვა, არ ვიცი”
კომენტარები