ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე:
„ადამიანის იდეალური მდგომარეობაა, როცა მაქსიმალურად ცდილობს გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, მართოს საკუთარი ემოციები, სწორად გაანაწილოს დრო და სწორად წარმართოს ურთიერთობები.
ყველა წლის1 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე არის ყველაზე რთული, არეული პერიოდი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ 25 დეკემბერს.
25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, უნდა ვეცადოთ კოდირება, შთაგონება გაუკეთოთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს.
ანუ 6 დღის განმავლობაში ვიფიქროთ ყველაფერ დადებითზე, როგორ აგვისრულდება ჩანაფიქრი, ოცნება და სურვილები.
ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვტოვებთ უარყოფით სურვილებს, ფიქრებს და უარყოფით ადამიანებს.
6 დღის განმალობაში, 25 დან 31 მდე უნდა დავივიწყოთ უარყოფითი წარსული და უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
თუ 1 იანვარს ახალი ენერგიით, ახალი ემოციით, მომავლის იმედით არ შეხვდებით და გააგრძელებთ ძველებურად ცხოვრებას, მაშინ თქვენ თავად აგებთ პასუხს თქვენს მომავალზე.
შეცდომები მოსდის ყველას, დაუტოვოთ უარყოფითი ემოციები და ფაქტები ძველ წელს და ახალ წელს შევხვდეთ ახლები, ბედნიერები, კეთილები და კეთილმოსურნეები.
არ უპასუხოთ უარყოფითს უარყოფითად.
არასოდეს იმართლოთ თავი, სიმართლე მზესავით თავად მოედება და მოეფინება ჩვენს ირგვლივ.
კარგად მოუსმინე საკუთარ თავს რას ლაპარაკობ ადამიანებზე და მიხვდები როგორი ხარ შენ.
დავიწყოთ ახალი ცხოვრწბა ახალ წელთან ერთად.
წარმატება ვუსურვოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.“
კომენტარები