იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები აქვეყნებენ ფოტოს და წერენ ორი შვილის დედაზე, რომელიც 24 საათი მუშაობს, რომ ოჯახი შეინახოს და ახლა გვერდით დაუდგა უმუშევარ ემიგრანტებს:
“ორი შვილის დედა – ქეთი ცერცვაძე, რომელსაც ოჯახი საქართველოში ჰყავს, რომელიც აქ 24 საათი მუშაობს იმისთვის რომ მის შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეს! გამოიჩინა კეთილი ნება, თავის ოჯახს თანხა მოაკლო, გამოვიდა სამსახურიდან და ქართველების დახმარება გადაწყვიტა! დაეხმარა იმ ადამიანებს ვისაც ეხლა უჭირს. ემიგრანტებს რომლებიც უმუშევრები არიან და საარსებო მინიმუმიც კი არა აქვთ!
ქეთი აუცილებლად შენი გაკეთებული სიკეთე წინ დაგხვდება! მადლობა რომ ასეთი ხარ”
კომენტარები