ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე
– ბატონო სოსო, ნატო–ს ვილნიუსის სამიტზე რას იტყვით?
– თითქმის მთელი სამიტი უკრაინას მიეძღვნა და ამით ნატო–მ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ დიდი მხარდაჭერა. უკრაინამ მიიღო გარანტია, რომ ნატო–ს წერი გახდება მაპ–ის გარეშე ომის დასრულებისთანავე და ამაზე მეტს უკრაინა ვერ მიიღებდა ნატო–სგან. ნუ, ჩვენზე რა ვთქვა. ფაქტიურად, დამკვირვებლად იმყოფებოდა სამიტზე ჩვენი წარმომადგენელი, საგარეო მინისტრი. პრემიერ მინისტრი საერთოდ არ მიიწვიეს სამიტზე და საგარეო მინისტრსაც მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გაუმართავს. ნატო ჯერ კიდევ გვიწოდებს პატნიორს და მისი ლიდერები ყასიდად ამბობენ, რომ ძალაშია 2004 წლის ნატო–ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო–ს წევრი. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ისე აქტიურად ცდილობს ნატო–სთან დაშორებას, რომ მალე ნატომ–მ შესაძლოა, პოტენციურ წევრად აღარც განგვიხილოს. ფაქტია, საქართველოს რუსეთის მომხრე ხელისუფლება ჰყავს. მეტიც, რუსეთის პატრნიორია და მე ვიტყვი, რომ წინ არ იხედებიან. რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს და როცა ეს რეალობა გახდება, ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება. უდიდესი შეცდომაა, როდესაც ომში ჩაბმულ და მსოფლიოს 50–ზე მეტი ქვეყნისგან დასანქცირებულ რუსეთზე ჩამოჰკიდეს თითქმის მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ევროკავშირის ქვეყნებთან, ზოგადად, დასავლეთთან ყველა ხიდის გადაწვას ცდილობენ. ომში მყოფ რუსეთს, ცოტა ხანში საკუთარი მოსახლების გამოკვება რომ გაუჭირდეს, მერე რას ვშვრებით? არადა, ეს მოსალოდნელია, ომში ჩაბმულ ქვეყანას ხარჯებიძალიან ეზრდება. რუსეთს ხორბლის დეფიციტი რომ შეექმნას და უცხოეთში აღარ გაყიდოს, სად მივდივართ? ხორბლის 95% რუსეთიდან შემოგვაქვს.მერე ისევ ევროპას, ამერიკას, კანადას უნდა ვეხვეწოთ დახმარება, შეღავათიანი კრედიტები და ხორბალი იქნება თუ სხვა პროდუქცია. ამაზე ხომ უნდა იფიქრო? 24 საათიან რეჟიმში რომ ლანძღავ იმ დასავლეთს, ეს არ უნდა გაითვალისწინო? საკუთარ ცხვირზე შორს არ უნდა გაიხედო? რაც ვთქვი, ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, სამწუხაროდ, ეს პერპექტიული მომავალია და ამაზე უნდა დაფიქრდეს ჩვენი ხელისუფლება.
–ნამდვილად მიიღებენ უკრაინს ომის დასრულების შემდეგ ნატო–ში? უკრაინა ერთხელ უკვე მოატყუეს ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა, როდესაც 1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, უკრინას რუსეთის სასარგებლოდ დაათმობინეს თავისი წილი ბირთვული იარაღი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერგო და სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტორებად დაუდგნენ.
–რუსეთიც იყო ბუქარესტის მემორანდუმის ხელმომწერი, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა, მაგრამ ჯერ 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და შარშან სრულმასტაბიანი ომი დაიწყო მასთან. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი 2014 წელს შეეგუენ რუსეთის აგრესიას, მაგრამ დღეს უკრაინის მხრდამჭერ ქვეყნებს შორის, ავანგარდში არიან. ყველაზე დიდი ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინას ამ ორმა ქვეყანამ გაუწია. ეს იქნებ ერთგვარი ისტორიული ვალდებულების შესრულებაც არის, რაც ადრე არ გააკეთეს ბუქარესტის მემორანდუმის ფარგლებში, დღეს იმას აკეთებენ.დარწმუნებული ვარ, უკრაინას ომის დასრულების მერე მიიღებენ ნატო–ში, არ მოატყუებენ და ეს ნატო–საც უნდა. რუსეთს ბუფერად სჭირდებოდა უკრაინა ნატო–სთან, კონკრეტულად, ნატო–ს წევს პოლონეთთან, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული და რუსეთმა თუ ეს ომი წააგო, მაშინ საკუთარ საზღვრებთან მიიღებს ნატო–ს 3 ქვეყანას–ფინეთს, შვედეთსა და უკრაინას. ამას ნატო–ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები და თურქეთიც მიათვლე და გამოდის, რუსეთის ევროპული ნაწილი ნატო–სალყაში იქნება მოქცეული და რუსეთი დაკარგავს ბალტიის ზღვასაც. არადა, რეალურად, რუსეთმა ომი იმის გამო დაიწყო, რომ უკრაინა ნატოში არ შესულიყო. რუსეთს ერთადერთთი გზაღა დარჩა, ეს კოშმარი თავიდან რომ აიცილოს და უკრაინა ვერ გახდეს ნატო–ს წევრი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს, მთელი უკრაინა დაიპყროს და პოლონეთის საზღვრამდე გავიდეს. ამის გაკეთების უფლებას კი რუსეთს არ მისცემენ უკრაინის მოკავშირეები. ვისაც საპირისპიროს იმედი აქვს, შევახსენებ, რომ მალე წელიწადნახევარი გახდება ომის დაწყებიდან და რუსეთი ბახმუტს ვერ გასცდა, უკრაინის 4 რეგიონი ვითომ მიიერთა, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთს ვერ აკონტროლებს. მით უმეტეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები 2014 წელს დაიპყრო და სრული კონ როლი დღემდე ვერც ერთზე ვერ დაამყარა.ყირიმიც მიიერთა და იქაც ხან ხიდი ააფეთქთეს უკრაინელებმა და ხან სამხედრო ობიექტები. არადა,2014 წლიდან, შარშანდელი ომის დაწყებამდე, უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის დასაბრუნებლად მარტო იბრძოდა, არც ერთი ქვეყანა არ უწევდა არათუ სამხედრო, ფინანსურ და ლოჯისტიკურ დახმარებას, ჰუმანუტარულადაც კი არ დახმარებია არავინ.
–ეს ფაქტი უკვე იმ ვერსისაც აცლის საფუძველს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ნატო–მ ჩაითრია.
– ზოგიერთი იდიოტი იმასაც მბობს, ეს ომი უკრაინამ დაიწყოო და იმას არ ახსენებენ, პუტინმა რომ გასცა ომის, მისებურად „სამხედრო სპეცოპერაციის“დაწყება და 20–21 თებერვალს, რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა და ტექნიკამ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, მერე კი რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ დაბომბეს კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი და სხვა დიდი ქალაქები. მაშინიხვეწებოდა ზელენკი, იარაღი მოგვეცითო, მაგრამ ერთი თოფი არავინ მისცა. მხოლოდ ჰუმანუტარულ დახმარებას უგზავნიდნენ. დასავლეთი მერე ჩერთო ამ ომში არაპირდაპირ, როდესაც რუსებმა არადამიანური სისასტიკე ჩაიდინეს ბუჩაში, მარიუპილში, ირპენში, იზიუმში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში, ბომბავდნენ საბავო ბაღებს, სამშობიარი სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს,სახლებს და კორპუსებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. რუსი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ დამერე ხოცავდნენ ბავშვებს, მოხუცებს, ქუჩაში მშვიდობიან მოქალეებს ხოცავდნენ. ვისაც არ კლავდნენ, აწამებდნენ. 5 მარტს, მარიუპოლის ალყისას,წითელი ჯვარი ჩაერია, რუსებმა 5 საათით ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გაეყვანათ ქალაქიდან და ესეც არ შეასრულეს, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს იმ ხალხს, ვინც ქალაქს სტოვებდა. 7 მარტს, ქალაქიდან ხალხის გაყვანის მეორე მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა, რადგან რუსებმა დანაღმეს ჰუმანიტარული დერეფანი. აი, ეს და კიდევ ბევრი არაადამიანური ქმედების ფაქტები ნახეს ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, სხვა და სხვა ქვეყნების მოსახლეობამ და ეს შოკი იყო მათთვის. მაშინ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი თუ უკრაინას დაიპყრობდა, შემდეგი იქნებოდა მოლდოვა, ბალტიისპირეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნებიც, ამ საშინელებებს რუსები ევროპის ქალაქებშიც ჩაიდენდნენ. თან, ბალტიისპირეთის ნებისმიერ ქვეყანაზე და პოლონეთზე თავდასხმა, ნატო–ს რუსეთთან ომში ჩართვას ნიშნავდა. ეს, რომ აეცილებინა ნატო–ს, ადგნენ და გადაწყვიტეს, ომში არაპირდაპირ ჩართვა და რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ამის მერე დაიწო ნატო–ს და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის ფინანსური, სამხედრო და სხვა სახის დახმარება.
–რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატო–ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს.რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საფრთხე?
–ადრეც ვთქვი, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არ არსებობს. კარგი, ერთ მხარეს ნატოა და მსოფლიო ომს ორი დაპირიპირებული მხარე სჭირდება. ვინ არის მეორე მხარეს? რუსეთი, მეტი არავინ. სამხედრო მოკავშირე არ ჰყავს რუსეთს ამ ომში, ბელარუსის და სირიის გარდა, ბელარუსმაც საკუთარი ტერიტორია დაუთმო რუსეთს და ერთი ბელარუსი ჯარისკაცი არ იბრძვის უკრაინაში, ერთი ტყვია არ მიუცია ბელარუსს რუსეთისთვის. სამხედრო მოკავშირესაც ვერ დაარქმევ ბელარუსს, ეს უფრო სამხედრო მხარდაჭერაა. რუსეთის მხარეს ომში არ ჩაერთვება ჩინეთი, რისი იმედიც ტყულიად აქვთ ჩვენში რუსეთის მომხრეებს. ამაზე უკვე რუსეთშიც არ ოცნებობენ და აქ რატომ აქვთ ამის ილუზია, ვერ გამიგია. ირანი? რომელი ირანი? რამდენიმე თვის წინ ისრაელმა 7 სამხედრო ბაზ რომ დაუბომბა და მათ შორის, ერთი დედაქალაქში, თეირანში და ირანმა ერთი საპასუხო რაკეტის გასროლა ვერ გაბედა? ახლა ეს ირანი ადგება და ნატო–ს 32 წევრ ქვეყანას შეებმება რუსეთის გამო? ეს არ მოხდება. არც ინდოეთი იომებს ნატო–სთან რუსეთის გამო. სერბეთი იქნება რუსეთის სამხედრო მოკავშირეო, ესეც მსმენია. სერბეთს ნატო–ს წევრობაზე განაცხადი აქვს შეტანილი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ამ შანსს, გახდეს ამ ორგანიზაციების წევრი, არ დაგარგავს. სერბეთს თუ ნორმალური ურთიერთობა აქვს რუსეთთან და რუსეთისგან გაზს ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით იაფად ყიდულობს წლებია, ეს იმას არ ნიშნავს რომ რუსეთისთვის იომებს. ჩრდილოეთ კორეაც ნეიტრალურია რუსეთ–უკრაინის ომში. მოკლედ, რუსეთი მარტოა. ძალიან კი უნდა, სამხედრო მოკავშირე გაიჩინოს, მაგრამ ყველა უარს ეუბნება, ღია დახმარებას არავინ უწევს ბელარუსის და სირიის გარდა. სავრაუდოდ, საქართველო, ირანი და ჩინეთი ეხმარებიან მხოლოდ სანქციების გვერდების ავლაში, ჩინეთი შეიარაღებას არა, მაგრამ ჩიპებს აწვდიდა, რომლებიც ტანკებისა და თვითმფრინავებისთვის სჭირდება რუსეთს და ამერიკის გაფრთხილების მერე, ესეც შეწყვიტა. ირანმა კი „დრონები“ მიჰყიდა რუსეთს და 2 თვე ვერ აღიარა შიშით, რომ მიჰყიდა, ხან რა სისულელეს ამბობდნენ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები და ხან–რას. 2 თვის მერე, როდესაც მტკიცებულებები დაუდეს წინ, ძლივს აღიარეს. მერე, მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყო, ნატო–ს მხარეს იქნებიან მისი მოკავშირეები– იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რომელთაც ძლიერი ჯარი და სეპერთანამედროვე შეიარაღება აქვთ. ახლა, ამ 35 სახელმწიფოს საპირწონე სამხედრო ბლოკი, რუსეთს ბელარუსი, ერაყი, ირანი და ბირთვული ქვეყნები,ინდოეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც რომც დაუდგნენ გვერდით, ვერც ისინი იქნებიან. წინასწარ წაგებულ ომში კი ეს ქვეყნები არ ჩაებმებიან. პირიქით, ინდოეთი და ჩინეთი რუსეთს ღიად მოუწოდებენ, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს და პუტინი გააფრთხილეს, თუ ატომურ იარაღს გამოიყენებ, ეს რუსეთისთვის კატასტროფული შდეგების მომტანი იქნებაო. მოკლედ, ჩვენ ამ შედეგებს არ გავიზირებთ და ჩვენი თანადგომის იმედი არ გქონდესო, უთხრეს. აქედან გამომდინარე, მედვედევი ვის აშინებს, ვერ გავიგე. რაღაც უხეირო პროპაგანდისტული განცხადებაა რუსების გულის მოსაგებად და მოსატყუებლად, იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთს სამხედრო მოკავშირები ჰყავს და მათთან ერთად მესამე მსოფლიო ომის დაწყებაც კი შეუძლია.
კომენტარები