უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა- მხოლოდ 1 დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით დაავადების 3497 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც 175 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1518 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მსოფლიო მასშტაბით ყოველ საათში იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, რომელმაც უკვე 5800-ს მიაღწია. დაავადებულთა რაოდენობა კი 154 279-ია. ესპანური მედიის ცნობით, მთავრობა აპირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2 კვირის მანძილზე გასტანს.
აშშ-ს მთავრობის უკანასკნელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპის ქვეყნებიდან მგზავრობაზე აკრძალვა უკვე შეეხო ბრიტანეთსაც და ირლანდიასაც, რომლის შემდეგაც ევროპის 29 სახელმწიფოსთვის ჩაიკეტა ამერიკის საჰაერო სივრცე. ახალი ზელანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ჩავა, იძულებითი კარანტინის ზონაში 2 კვირის განმავლობაში მოთავსდება.
კომენტარები