ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით, ვაკის ოლქის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი, რომელსაც 24 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 31-ში საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდა.
ამის შესახებ ხოშტარია Facebook-ის გვერდზე წერს:
“ვაკის ოლქის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილს 24 ოქტომბერს დაუდასტურდა კოვიდი.
25 ოქტომბერს ოლქში ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები.
31 ოქტომბერს თამაზ ფოლადაშვილი შევიდა უბნებზე და კომისიის წევრებს ეხმარებოდა ოქმების შევსებაში”
კომენტარები