ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“როდესაც საქართველოში 1924 წლის აჯანყება დამარცხდა, ქაქუცა და მისი რაზმი ემიგრაციაში წავიდნენ.
შეთქმულთაგან მხოლოდ მიხა ხელაშვილმა განაცხადა უარი ქვეყნის დატოვებაზე. მან მარტო განაგრძო შეიარაღებული ბრძოლა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ.
ხელაშვილი 1925 წლის 25 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე, 25 წლის ასაკში მოკლეს საბჭოელებმა. ამით დასრულდა ქართველთა პარტიზანული ბრძოლაც.
ისტორიას მისი შესანიშნავი ლექსებიც (მარტო “ბინდისფერია სოფელი” რად ღირს) დარჩა, რასაც საბჭოთა პერიოდში ხალხურ ლექსებად ასაღებდნენ.
დღეს მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღეა.
ყველა ქვეყნის სიძლიერე მისი რიგითი მოქალაქეების გმირობაზე დგას!
დიდება გმირებს! “
კომენტარები