2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს პრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ კიდევ ერთხელ შეაფასა:
„25 მილიონი არის გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილების შესაძენად, იმდენად უნამუსოდ იქცევიან. რისი 20 ლარით პენსიის ზრდა, დიდი ხანია ინფლაციამ შეჭამა ეს 20 ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის ნახევარფაბრიკატი, ჯანდაცვის ხარჯები არ არის სწორად დაგეგმილი, თითქოს მეორე ტალღა არც არსებობდეს და ქვეყანაში კატასტროფული სცენარით არ მიდიოდეს საქმე. პანდემიის ხარჯებიც კი არ არის ჩადებული. ბიუჯეტის ერთმა ფურცელმა ამხილა მეორე ფურცელი – ერთზე წერია ინფლაცია 3 პროცენტი, მეორე ფურცელზე წერია ლარის კურსი 3.3. აბსოლუტურად სხვა ღირებულება ექნება მასწავლებლის ხელფასსაც, პენსიასაც და ნებისმიერ შემოსავალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაშიც, ეს კურსიც რომ იყოს შენარჩუნებული, რაც საეჭვოა ამ ხელისუფლების პირობებში და ლარი ჩამოინგრევა,”
ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს. მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.
2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.
კომენტარები