„25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან?“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი წერს.
მეუფე აღნიშნავს, რომ ეკლესიას ქვეყნისთვის უფრო მეტს აკეთებს.
„დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?
მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.
თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი- სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები, არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალები ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგბტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა, ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა გინებაში მხარს უჭერს ისინი ვისგანაც სულდგმულობენ.
ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ.
თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს… შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია.
უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.
ნუ გვაფიქრებინებთ რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებით ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა. თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც…“, – წერს მეუფე ანტონი.
კომენტარები