ფოტო – ტვ პირველი
ხმაურია ისანში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახებს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველებს შენობიდან ასახლებენ. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ნებაყოფლობით დატოვონ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმს გამოიძახებენ და ძალით გამოყენებით დაატოვებინებენ სახლებს.
სულ 25 ოჯახს უპირებენ გამოსახლებას. მოსახლეობამ არ იცის, სად უნდა წავიდეს და უარს ამბობს შენობის დაცლაზე. მათ ეუბნებიან, რომ შენობა გასხვისებულია, თუმცა მოსახლეობის თქმით, ოფიციალური დოკუმენტებით ეს ობიექტი სახელმწიფოს ბალანსზეა.
კომენტარები