მარკეტოლოგი, იაკობ ჯანგავაძე:
კობახიძის ჩასვლა შოვში და იქ რამდენიმე დღით დარჩენა ისეთივე ყალბი ამბავია, როგორც მისი ბოდიში.
მე-11 წელია ხელისუფლებაშია და ერთხელაც არაა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. არც ერთხელ. და როცა კითხეს, რატომ არ ჩადიხარო, მანდ რა მინდაო უპასუხა.ამ ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერა მიღმა, სხვა არანაირი მიზეზი მის იქ ჩასვლას არ ჰქონია, არც ადამიანური და არც ჰუმანური.სხვა შემთხვევაში, ადგებოდა და დათო ჯელაძე დაძახებას კი არ დაელოდებოდა შეხვედრაზე, ადგებოდა და თავად ნახავდა. არა მარტო მას, არამედ სხვა გადარჩენილებსაც, რომლებთანაც არანაირი კომუნიკაცია ხელისუფლებას სტიქიის შემდეგ არ ჰქონია (ან რა სჭირდებათ, ან რა უჭირთ. არც ერთი სიტყვა).26 მაისს არ შერცხვენია აუზზე წასვლა და შოვში მორალი რომ არ ჩაიყვანდა, ისედაც გასაგები იყო.
შესაბამისად, დასკვენები მის “ბოდიშზე” ადამიანური შთაბეჭდილებით კი არა, პოლიტიკურით უნდა გამოიტანოთ.
კომენტარები