ხვალ, 26 მაისს, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N26-თან წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები 26 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 26 მაისს, 22:00 საათიდან 28 მაისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, გელოვანის, გამრეკელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, ჩიქოვანის, ქავთარაძის, ჯიქიას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; წყნეთის გზატკეცილს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, უჩანეიშვილის II შესახვევს. ლორთქიფანიძის, გაზაფხულის, უნივერსიტეტის I შესახვევს, თხინვალას I-II აგარაკს; დიღომი 7-ს.
წყნეთს, წავკისს, შინდისს, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს.
სოფელ დიღომში – ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში – ნატახტარს, წეროვანის დასახლებას, წიწამურს; ზაჰესში – წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს; ქალაქ მცხეთას.
26 მაისს საღამოს 22:00 ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
კომენტარები