პრეზიდენტის სასახლეში, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა, საიდანაც არჩევნების მონიტორინგი მოხდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:
,,ამ სასახლეში, არჩვნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი, ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ გამარჯვებაც ერთად ვიზეიმოთ”
კომენტარები