ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“მეზობლის ბავშვს ძაღლმა უკბინა. ოჯახმა წალენჯიხის ევექსის კლინიკას მიაკითხა, საიდანაც ცივი უარით გაისტუმრეს, “შრატი არ გვაქვსო”.
კითზვაზე, რა უნდა ექნა ოჯახს, საავადმყოფოში განუცხადეს, რომ წასულიყვნენ ზუგდიდში. დაახლოებით, ხუთი საათი იქნებოდა, არადა, ხუთის კი არა, სამი საათის შემდეგ, წალენჯიხიდან ზუგდიდამდე საზოგადოებრივი ტრასპორტი არ მოძრაობს. ტაქსის ღირებულება კი 20-დან 30 ლარამდე
მერყეობს. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ ტაქსით წასულიყვნენ ზუგდიდში, ფული ისესხეს და წავიდნენ. მათ პროცედურა 100 ლარამდე დაუჯდათ.
იბადება კითხვა: თუ, ამხელა საავადმყოფოში( ოთხ სართულიანი, ვეეებერთელა) შრატი არ მოიპოვება, რა ფუნქცია აქვს მას?! ან საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე?!
მოკლედ, როცა ამის შესახებ განვაცხადე, ევექსის მთელმა კოლექტივმა “ცეცხლის ალში ცოცხლად დამწვა”. უფრო მეტიც, თურმე, ოჯახმა სწორად ვერ გაიგო და საავადმყოფოში შრატი იყო, თუმცა, ზუგდიდში რატომ გაამწესეს, ამ დრომდე კროსვორდად რჩება!
მემორი ტვინს ამუშავებს, თან, საგრძნობლად!
სარკო!”
კომენტარები