ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— 1% ქართული და ეროვნული არ არის არსებულ მმართველ ელიტაში
— ამიტომ ნუ ქმნით ყალბ ილუზიებს ფარისევლების, მმართველი ელიტის გაზულუქებული ჩინოსნების ქართველობის და ეროვნულობის შესახებ
— თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ , რომ როცა დაჭირდათ ლევან ბერძენიშვილს განათლების კომიტეტი უბოძეს, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრობა , უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობა და ულტრა-ლიბერალი რესპუბლიკელები მმართველი კოალიციის ვარსკვლავად გამოაცხადეს
— დღეს ვინც ეროვნულ-ქრისიანულ მანტია მოისხა , სწორედ მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი , სურდათ ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის დაკანონება
— ერთადერთები ვართ ვისაც ტერიტორიები არ დაგვიკარგავსო და აფხაზეთის თუ ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხი ისე დააკონსერვეს – თითქოს საქართველო არ იყოს . ხმასაც არ იღებენ , სიტყვა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ხმარებიდან ამოიღეს , არც კი ფიქრობენ ძირძველი ტერიტორიების დაბრუნებაზე
— გუშინ ლიბერალები და ანტი – ეროვნულები იყვნენ , შემდეგ ევროპელ მემარცხენე-სოციალისტებს შეუერთდნენ , დღეს ეროვნულ-კონსერვატორ ანტი-ლიბერალებად იქცნენ , ხვალ შეიძლება იეჰოვას მოწმეები გახდნენ – მათი იდეა-იდეოლოგია საკუთარი ფულისა თუ ქონების გამრავლება , უსაფრთხოებაა და ამისათვის ყველას-ყველაფერს გაწირავენ
— ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ – თავის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჭირდებათ ეროვნულ-კონსერვატორობა , თორემ 2024 -ში თავისას რომ გაინაღდებენ, შემდეგ დაინახავთ რეალურ სახეს და იმათი წკმუტუნი არ გავიგო – დღეს რომ გოგა ხაინდრავას და ზვიად გამსხურდიას სხვა მკვლელების დაძახებულზე გარბის
— ჩემის მხრივ გპირდებით – ისეთს ვუმზადებ ეროვნულ-კონსერვატორობის მანტია მოსხმულ ფარისევლებს, რომ ……….. “
კომენტარები