უფლებადამცველი ბაია პატარაია „ფორმულას“ ოპერატორების სამსახურიდან გაშვებაზე წერს:
„ფორმულამ უნდა მიიღოს კრიტიკა, როგორც კომპანიამ, რომელმაც ვერ დაალაგა ურთიერთობა საკუთარ თამანმშრომლებთან და 27 გაფიცული ოპერატორი უბრალოდ სამსახურიდან გააგდო.
ეს არაა ბიზნესის ქცევის ის მოდელი, რომელიც ჩვენთვის მისაღებია!
ყველას გვესმის ფორმულას მნიშვნელობა და ის საფრთხეები, რაც მას უდგას. ისიც გვესმის, რომ მაღალი ალბათობით სუსი აქაც აფათურებს ხელებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფორმულა სწორად მოიქცა ამ შემთხვევაში.
ფორმულას მენეჯმენტი იმსახურებს კრიტიკას, რადგან მან ვერ შეძლო საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა და რაც მთავარია, მან ვერ შეძლო გაფიცულებთან ნორმალური და შედეგიანი კომუნიკაცია, მაშინ როცა სხვა მედია კომპანიებმა ეს შეძლეს მსგავს სიტუაციებში.
27 ოპერატორის გაგდება არ არის თანამედროვე და ცივილური მენეჯმენტის მაგალითი, ეს არის ველური კაპიტალისტური მიდგომა, როცა ძლიერი ჯაბნის სუსტს.
ამიტომ ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რაც ფორმულას წინაშე დგას, ამ კომპანიისგან ველოდებით სამართლიან ქცევას, მოლაპარაკებას და უკმაყოფილების აღმოფხვრას ადამიანის უფლებების და დასაქმებულთა პატივისცემის სულისკვეთების ფარგლებში.
დროა პასუხისმგებლობის აღება ისწავლონ იმ ბიზნესებმა, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ საზოგადოების ნდობა და ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ თავს. ჩემი მოლოდინით ფორმულა ზუსტად ასეთი კომპანიაა და სწორედ ამიტომ მისგან ველი შეცდომის გამოსწორებას.
ბაია პატარაიას იქვე პასუხობს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, მიშა მშვლდაძე:
„საჯაროდ აზრის გამოთქმამდე ამბის გაგება რომ არის საჭირო ყველა მხრიდან, ეგ დასტურდება ამ პოსტიდანაც, ბაია.
საინტერესოა, რომელი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობ, აეგრევე რომ ასკვნი დადასტურებულ ამბად და კაპიტალიზმს რომ ურტყავ გლობალურს, არაკომერციული ორგანიზაციაა ფორმულა, მოგებაზეც კი არ მუშაობს, არათუ რაიმე საცელმწიფო წიაღისეულზე პარაზიტირებდეს და ყველა პოზიციაზე აქვს საშუალოზე მინიმუმ ცოტა მაღალი ხელფასი, სხვადასხვა პოზიციის, პსუხისმგებლობის, გამოცდილებისა და პერფორმანსის მიხედვით კორექტირებადი და ინდივიდუალურად განსაზღვრული – შენს ორგანიზაციაში როგორ არის, საინტერესოა, ყველას თანაბარი ხელფასი გაქვთ, დავუშვათ საფარში?
ახლა ერთი დეტალიც – ფორმულა საერთოდ არ სპეკულირებს ამ თემებით და ცოტა ძალიან ფრთხილად საუბრობს გარედან ჩარევის თემაზე და ცოტა გთხოვთ რომ სუსს და ამ სიტყვებს თქვენც ასე ჰაერში ნუ აფრიალებთ – თხოვნა იქნება. ახლა რაც შეეხება მენეჯმენტის პასუხს საბოტაჟზე (გაფიცვა სხვა რამეს ქვია ბაია, გაფიცვა რომ დარქმეოდა ამას საბოტაჟის ნაცვლად, უნდა დაცულიყო რიგი პირობებისა, ადამიანური, კორპორატიული და მათ შორის კანონის მოთხოვნებიც – მენეჯმენტი მოიქცა როგორც აუცილებელი იყო მაუწყევლობის გასაგრძელებლად და ვერ დაიწყებდა ვერავის ინდივიდუალურად გამოყოფას და კონკრეტული ოპერატორების მიმართ სხვადსხვანაირ მიდგომას, ვერც უმოქმედობას და საკუთარი ეთერის ჩამოშლას ფააკვორდებოდა მშვიდად – ამიტომაც იურისტების კონსულტაციით და კანონის მოთხოვნით იქნა მიღებული არადიფერენცირებული მიდგომა ყველას მიმართ, რომ თითოეულ მათგანს ეგრძნო ვითარების რეალური სიმძიმე, ეს მიდგომა თითოეულ მათგანთანვე სხვადასხვა გზებით და არხებით მოლაპარაკებების მცდელობების პარალელურად ხდებოდა, რომ ნებისმიერ წამს უკან მიგვეღო ყველა, ვინც სურვილს გამოთქვამდა.
კოდევ, სამწუხაროა, რომ ჩვენი სხვა თანამშრომლების ბულინგზე და შეურაცხყოფებზე ამ პროტესტანტების მხრიდან, არცერთი ემპათიური არ წუხს, მაგრამ არის ქცევათა ჩამონათვალი, რომელთა შემდეგაც შეუძლებელი ხდება უკან მობრუნება რადგან გამოუსწორებლად ზიანდება ურთიერთობა და გამორიცხული ხდება თანამშრომლობის გაგრძელება. მენეჯმენტმა აქამდეც გამოთქვა რამდენიმე შეხვედრაზე და დაინტერესებული პირებისთვის ეს ინფორმაციაც ხელმოსაწვდომი იყო უკვე – რომ ფორმულა აპირებს ყველა იმ ოპერატორის უკან დაბრუნებას, რომელთა საქციელიც ამ საბოტაჟის დროს არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც როგორც ზემოთ დავწერე, თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა და ელის მათგანაც საპასუხო ინდივიდუალურ ნაბიჯებს, მზადყოფნა განოითქვა, რომ ეს პროცესი ოპერატორებთან ინდოვიდუალური მოლაპარაკებებისა წარიმართოს თემაზე მომუშავე არასამთავეობოების მედიაციით – ეს ამბავიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის და იმედი მაქვს, თუ ასეთი ინტერესი გაქვს რომ პოსტებით ეხმაურები ამბავს, ყველა მხრიდან ინფორმაციის მიღებას – ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპს აზრის ჩამოსაყალიბებლად, მომავალში მაინც არ გამოტოვებთ“
კომენტარები