28 წლის კაცმა 14 წლის გოგონა ჯერ მოიტაცა და 2 თვეში კი მოკლა – საზარელი მკვლელობის დეტალები

251 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა. ტრაგედია საგარეჯოში დატრიალდა. ირკვევა, რომ 28 წლის კაცმა არასრულწლოვანი ორი თვის წინ მოიტაცა. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ამ დრომდე ცდილობა ქმრისგან თავის დაღწევას. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ოჯახი ქორწილის გადახდას აპირებდა, გაქცევა სცადა. კაცმა კი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო.